—

ევროპარლამენტი: უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ხალხის, ისევე, როგორც დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია

18
ევროპარლამენტი: უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ხალხის, ისევე, როგორც დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირშია - ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტში არის…

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირშია - ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტში არის მოწოდება, რომ საქართველოს, პრიორიტეტების დაცვის შემთხვევაში, მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აღნიშნულია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში და მოუწოდებს ევროკავშირს, განაგრძოს მოთხოვნა, რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

„ვინაიდან 2022 წლის 23 ივნისს ევროპელმა ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და აღიარეს საქართველოს პერსპექტივა, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ასევე ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსა და მოლდოვის მიმართ; აღიარებს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი აგრესია 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა ევროპის სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი შეცვლა სცადა, რათა დაეკავებინა საქართველოს განუყოფელი ნაწილი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და გადაედგა ნაბიჯი მათი დე-ფაქტო ანექსიისკენ, რათა გადაედგა ათასობით ათასი ადამიანი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და გაეყო საზოგადოებები საოკუპაციო ხაზებით.

მოვუწოდებთ ევროკავშირს, განაგრძოს მოთხოვნა, რომ რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ევროპარლამენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ის დაუსჯელობა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეჭრას მოჰყვა, ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია დაუშვა. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ხალხის, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია და კიდე ერთხელ აცხადებს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს უჭერს მათ ამ პრინციპების სრულად განსახორციელებლად“, - აღნიშნულია ანგარიშში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →