—

ვლადიმერ პუტინი - ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ომის შეჩერების მცდელობა

29
ვლადიმერ პუტინი - ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ომის შეჩერების მცდელობა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო. BBC-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომისა და ბლოკადას გადარჩენილ რუს ვეტერანებთან…

რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო. BBC-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომისა და ბლოკადას გადარჩენილ რუს ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც სანკტ-პეტერბურგში შედგა.

„ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ამ ომის შეჩერების მცდელობა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინა ტრაგედიის გზას ჯერ კიდევ 2014 წელს დაადგა, როდესაც, პუტინის აზრით, ქვეყანაში „ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო შეიარაღებული გადატრიალება“ მოხდა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მტკიცება, რომ დონბასის მიწები, პირველ რიგში, რუსულია.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის სასარგებლოდ ზარალს შეეგუა, მაგრამ იქ მცხოვრები „საკუთარი ხალხის“ შეურაცხყოფას ვერ შეეგუა.

როგორც მედია წერს, პუტინმა კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი დაუსაბუთებელი ბრალდებები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კიევის ხელისუფლებამ ხალხის განადგურება მხოლოდ რუსული კულტურისადმი კუთვნილების და რუსული ლაპარაკის სურვილის გამო.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →