—

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს

41
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ პაპუაშვილი „ტვიტერში“ წერს.

„ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის შსს-ის ინფორმაციით, კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი. კიევის ოლქში, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ასევე დაღუპულია დენის მონასტირსკის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →