—

ამერიკელი პროფესორის, ჯეიმს კობის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, მათ შორის კისერზე

16
ამერიკელი პროფესორის, ჯეიმს კობის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, მათ შორის კისერზე
მოსასმენად დააჭირეთ

მერიკელი პროფესორის, ჯეიმს კობის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, მათ შორის კისერზე. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, მიხეილ…

მერიკელი პროფესორის, ჯეიმს კობის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, მათ შორის კისერზე. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, მიხეილ სააკაშვილი სიარულს ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ ჯეიმს კობიმ, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დისტანციურად მოწმის სახით იკითხება.

„მას სერიოზული პრობლემა აქვს. ვფიქრობ, რომ კისრის პრობლემა და მარცხენა მხრის სახსრის პრობლემა არის ყველაზე სერიოზული და მტკივნეული. კისერზე მას ქირურგიული ოპერაცია სჭირდება, ასევე ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მხრის სახსარზე, ასევე სავარაუდო ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარზე.

თუ ეს ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, ყოველდღიურად რამდენადაც მას მოძრაობა მკვეთრად აქვს გართულებული მხრის სახსრის მიდამოსა და მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოში, იმდენად ეს კიდევ უფრო გართულდება და ის პრაქტიკულად სიარულს, მოძრაობას ვერ შეძლებს", - აცხადებს ჯეიმს კობი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →