—

გიორგი მუმლაძე - მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ ლიდერებს, მივესალმები, თუ გადაწყვეტილი გაქვთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა ვიყოთ ბევრნი

18
გიორგი მუმლაძე - მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ ლიდერებს, მივესალმები, თუ გადაწყვეტილი გაქვთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა ვიყოთ ბევრნი
მოსასმენად დააჭირეთ

მოვუწოდებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ძველ ლიდერებს მივმართავ, თუ თქვენ თვლით, რომ მე უნდა დამიჭიროთ მხარი, შეგიძლიათ, დამიჭიროთ მხარი, ეს თქვენი უფლებაა, ისევე როგორც ჩემი უფლებაა, მქონდეს ჩემი პოზიცია…

მოვუწოდებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ძველ ლიდერებს მივმართავ, თუ თქვენ თვლით, რომ მე უნდა დამიჭიროთ მხარი, შეგიძლიათ, დამიჭიროთ მხარი, ეს თქვენი უფლებაა, ისევე როგორც ჩემი უფლებაა, მქონდეს ჩემი პოზიცია, ამაში უცნაურს და უარყოფითს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

როგორც მუმლაძემ აღნიშნა, მიესალმება ყველა იმ ადამიანის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც მისი თქმით, სწორ მხარეს აირჩევს და იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, აერთიანებს ასიათასობით ადამიანს, მათ შორის, ამ ასიათასობით ადამიანში არის ბევრი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, ბევრი რიგითი აქტივისტი, პოლიტიკოსი და ა.შ. ყველას მივმართავ, თუ თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოთ და იბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მე ვამბობ მივესალმები, თქვენს გადაწყვეტილებას, ამ ბრძოლაში საჭიროა ბევრნი ვიყოთ და ისტორიის ამ კონკრეტულ მომენტში დავდგეთ სწორ მხარეს. ეს სწორი მხარე არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა მუმლაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →