—

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება - მუქარა ოფიციალურ საუბარში გაისმა

13
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება - მუქარა ოფიციალურ საუბარში გაისმა
მოსასმენად დააჭირეთ

მე მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟეტა…

მე მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟეტა გოშევსკამ განაცხადა.

მალგოჟეტა გოშევსკას თქმით, აღნიშნული მუქარა ოფიციალურ საუბარში გაისმა.

"მე არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. მე მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე, ასეთი მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე მაგალითად, არ მაქვს რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება... ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. მე იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და გვქონდეს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები. მე წლების განმავლობაში ვნახულობდი ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს. მაშინ მქონდა ამის საშუალება, ახლა არ მაქვს ამის საშუალება და რამდენჯერმე სააკაშვილის ნახვაზე უარი მითხრეს, ასევე უარი მითხრეს გვარამიას მონახულებაზე“, - განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ „ფორმულასთან“, რომლის ინტერვიუს თარგმანიც ამავე ტელეკომპანიას ეკუთვნის.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →