—

ეკატერინე ტიკარაძე - საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი - პროცესი სრულად კონტროლზე გვექნება აყვანილი

68
ეკატერინე ტიკარაძე - საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი - პროცესი სრულად კონტროლზე გვექნება აყვანილი
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ საზღვარზე კონტროლის საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, შესაბამისად, 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობო გახსნით პროცესის მართვის მოლოდინი არსებობს. როგორც მან…

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ საზღვარზე კონტროლის საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, შესაბამისად, 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობო გახსნით პროცესის მართვის მოლოდინი არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამიტომ მიიღეს ამ 5 ქვეყანასთან საზღვის გახსნის გადაწყვეტილება.

"საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და გამოვლენა ყველა შემთხვევის. აქედან გამომდინარე, მოლოდინი კვლავ არის ისეთი, რომ ჩვენ პროცესი გვექნება სრულად კონტროლზე აყვანილი და ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები, აქედან გამომდინარე, მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა. ის მგზავრები, რომლებიც იმგზავრებენ ამ 5 ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით, მათ ექნებათ ვალდებულება, შეავსონ გარკვეული მონაცემები, სადაც იქნება მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ეს მგზავრი ბოლო 14 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება სრული ინფორმაცია ამ მგზავრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება ტემპერსტურა, უკვე აეროპორტშივე მოხდება ამ მგზავრზე PCR ტესტის აღება და ამის შემდეგ უკვე ჩვენ გავატარებთ იმ საჭირო ღონისძიებას, რომელსაც მგზავრის მდგომარეობა მოითხოვს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ 5 ქვეყნაში იმოგზაურებენ, უკან დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →