—

თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციას მართავენ

71
თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციას მართავენ
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ…

თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ვლადიმერ მგალობლიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნას, ან საზღვრის გახსნამდე ყოველთვიურად თითოეულს 300-ლარიანი კომპენსაცია მიეცეს.

"მხოლოდ ხუთი ქვეყანასთან საზღვრის გახსნა საკმარისი არ არის, გახსნან თურქეთის საზღვარი და მოგვეცეს დასაქმების საშუალება, ჩვენ იქ ლუკმა-პურის ფულს ვშოულობდით, თითქოს სესხები გადაავადა მთავრობამ, მაგრამ დაგვიმატა პროცენტები და სამმაგს ვიხდით, იმასაც ვერ ვიხდით. ერთჯერადი 300 ლარი არ აგვიღია და არც არის საკმარისი. მოვითხოვთ ვლადიმერ მგალობლიშვილთან და დავით გაბაიძესთან შეხვედრას. ვლადიმერ მგალობლიშვილი მედიასაშუალებებით აკეთებს განცხადებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს მოქალაქე რომელიც შიმშილობს! როგორ არ რცხვენია, რომ ამ განცხადებას აკეთებს. 80 წლის ქალები დადიან და შრომობენ თურქეთში, რომ ოჯახი გამოკვებონ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →