—

პარტია "ხალხისთვის" - კახი კალაძის მერად ყოფნა თბილისს სიცოცხლის ფასად უჯდება

12
პარტია "ხალხისთვის" - კახი კალაძის მერად ყოფნა თბილისს სიცოცხლის ფასად უჯდება
მოსასმენად დააჭირეთ

კახი კალაძის მერად ყოფნა თბილისს სიცოცხლის ფასად უჯდება, ანა დოლიძის მიერ შეთავაზებული გეგმა არც განუხილიათ და ასევე მერიასაც არ უზრუნია თბილისში ლიფტების რეაბილიტაციის თავისი გეგმის წარდგენა. ამის შესახებ პარტიის…

კახი კალაძის მერად ყოფნა თბილისს სიცოცხლის ფასად უჯდება, ანა დოლიძის მიერ შეთავაზებული გეგმა არც განუხილიათ და ასევე მერიასაც არ უზრუნია თბილისში ლიფტების რეაბილიტაციის თავისი გეგმის წარდგენა. ამის შესახებ პარტიის "ხალხისთვის" განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, საბჭოთა დროს აშენებულ კორპუსებში შემორჩენილია, საბჭოთა დროინდელი ლიფტები, რომლის რეაბილიტაცია დღემდე მერიამ ვერ მოახერხა, შესაბამისად ამას ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

ანა დოლიძემ 2020 წელს, დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნების დროს სამ პუნქტიანი გეგმა ლოფტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარადგინა.

" მერიამ უნდა გამოაცხადოს შესწავლა ლიფტების მდგომარეობის მიხედვით, ქვეყნის მაშტაბით და განსაზღვროს რომელი ლიფტები არის ვარგისი და რომლის გამოყენება დაუშვებელია, ასევე ამხანაგობას უნდა მისცეს არჩევანი, რომ ან გადასცეს მოსავლელად და სარგებლობისთვის ლიფტები მთელი რაიონების მაშტაბით კერძო კომპანიებს, მათი სარგებლობიდან მიიღებენ ასევე შემოსავალს ან დაუტოვებს ლიფტების საკითხს გადასაჭრელად შესაბამის ამხანაგობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →