—

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გეგმავს

33
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გეგმავს
მოსასმენად დააჭირეთ

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გეგმავს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Financial Times-ი მთავრობის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს სთხოვა, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში “პარტნიორებთან იმუშაოს”, რათა “წინ წავიწიოთ და დავაჩქაროთ უკრაინის დახმარება, ტანკების მიწოდების ჩათვლით”.

“ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის დახმარებას, როდესაც შემდეგი თაობის სამხედრო ტექნოლოგიებს ვაწვდით, რომლებიც ამ ომის მოგებაში დაეხმარებათ. აშკარაა, რომ საბრძოლო ტანკებს შეუძლიათ უკრაინელებს თამაშის წესების შეცვლის საშუალება მისცენ”, - თქვა მთავრობის სპიკერმა.

გამოცემა ვარაუდობს, რომ საუბარი ბრიტანული წარმოების Challenger 2 ტანკებზეა, რომლებითაც დიდი ბრიტანეთის არმიაა შეიარაღებული.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →