—

გიორგი მუმლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარი მას დაუჭირონ

13
გიორგი მუმლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარი მას დაუჭირონ
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, თუ მის მხარდამჭერებს სურთ, რომ ქვეყანაში რუსული რეჟიმი დამარცხდეს, მაშინ პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე მხარი მას უნდა დაუჭირონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, თუ მის მხარდამჭერებს სურთ, რომ ქვეყანაში რუსული რეჟიმი დამარცხდეს, მაშინ პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე მხარი მას უნდა დაუჭირონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ვთავაზობ, რომ თუ უნდათ, შეძლონ ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი დაამარცხონ, მაშინ უნდა გადადგან სწორი ნაბიჯი და მხარი დამიჭირონ. თუ უნდათ, რომ ისევ ოპოზიციაში იყვნენ, მაშინ მხარს დაუჭერენ იმას, რომ პარტიაში ცვლილებები არ მოხდეს. საარჩევნო კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც დავრეგისტრირდი, უბრალოდ, მე ვერ ვხვდები მხარდამჭერებს და სხვა აქტივობებს ვერ ვახორციელებ, რადგან ძირითადად გადართული ვარ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე, მათ შორის იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილს დაეფიქსირებინა აზრი. ბოლო სამი დღეა სალომე ზურაბიშვილი გაქრა. არც სახლში მიდის და არც რეზიდენციაში. არ ვიცით, შეიძლება ქვეყნიდან არის წასული. შემიძლია პირდაპირ გითხრათ ის, რაც ზუსტად ვიცი“, - აცხადებს მუმლაძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →