—

„გადავარჩინოთ მიშა“ - ამ სლოგანით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობს

12
„გადავარჩინოთ მიშა“ - ამ სლოგანით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

„გადავარჩინოთ მიშა" - ამ სლოგანით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სოლიდარობის აქციას მართავენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი…

„გადავარჩინოთ მიშა" - ამ სლოგანით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სოლიდარობის აქციას მართავენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, სრულიად უაზრო და უცნაურია საუბარი, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია დაცლილი იქნება ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტისგან.

„რუსული რეჟიმი გვყავს დასამარცხებელი და რაც უფრო აქტიური იქნება ქუჩის პროტესტი, მით უფრო შეაწუხებს ეს ბიძინა ივანიშვილს და დიდი შანსია, რომ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი”, - აცხადებს გიორგი მუმლაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →