—

მუქარის შემცველი განცხადება- აფხაზეთიდან ტანკებით შემოვალთ

17
მუქარის შემცველი განცხადება- აფხაზეთიდან ტანკებით შემოვალთ
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერები მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებენ. ნოდარ ყარალაშვილი საქართველოში „აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას“ აანონსებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც ყარალაშვილმა სააკაშვილის კიდევ…

მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერები მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებენ. ნოდარ ყარალაშვილი საქართველოში „აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას“ აანონსებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც ყარალაშვილმა სააკაშვილის კიდევ ერთ მხარდამჭერ ჯაბა წულაძესთან ერთად ჩაწერა, კრიტიკა ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართაც. ყარალაშვილი და წულაძე პარტიის წევრებს შიდაპარტიულ არჩევნებში გიორგი მუმლაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ნიკა მელიამ სააკაშვილი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა და ახლა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად არაფერს აკეთებს, ამ უმოქმედობაში კი მათივე თქმით, მელიას ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდი უჭერს მხარს. ყარალაშვილი გიორგი მუმლაძის სამოქმედო გეგმას ემხრობა და ამბობს, რომ ქვეყანაში მუდმივი საპროტესტო აქციებია საჭირო, ამისთვის კი ემიგრანტებს მისი ფინანსური მხარდაჭერისთვის მიმართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აბსურდულს უწოდებენ იმ ეჭვს, რომ ყარალაშვილი და წულაძე შესაძლოა პარტიის მიერ იყოს მართული. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დესტაბილიზაციის მსურველები კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →