—

მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლებას - ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, გადაეცით მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ ქვეყანას - თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას

15
მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლებას - ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, გადაეცით მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ ქვეყანას - თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას
მოსასმენად დააჭირეთ

ოპტიმალური გადაწყვეტილებაა - გადაეცით ადამიანი [სააკაშვილი] ნებისმიერ ქვეყანას. თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას, ეს პრობლემა არაა საერთოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის…

ოპტიმალური გადაწყვეტილებაა - გადაეცით ადამიანი [სააკაშვილი] ნებისმიერ ქვეყანას. თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას, ეს პრობლემა არაა საერთოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა იულია ლატინინას გადაცემაში განაცხადა.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, უკრაინა საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინას გადასცენ, ხოლო თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ გადაიყვანონ მესამე ქვეყანაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, საჭირო მკურნალობის მისაღებად.

„ეს რაც ოფიციალური პოზიციაა. პირადად ჩემს პოზიციას რაც შეხება, ის უფრო რადიკალურია. მე ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას განზრახ სურს საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, სახელმწიფოდ, რომელმაც განზრახ აწამა თავისი პრეზიდენტი ციხეში. ასე გამოიყურება ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის.

მე მარტივ რჩევას ვაძლევ, ჩარევის გარეშე, პირდაპირ ვეუბნები მათ - ნახეთ, ამჟამინდელი მთავრობის, ზოგადად სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა, პარტიისა, რომელსაც რატომღაც ასე მოსწონს რუსეთი, არ გააკეთოთ ისე, რომ საკუთარი თავი, საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაწეროთ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →