—

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - დაცვის სტრატეგია შეიცვლება, რადგან დრო არ არის

14
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - დაცვის სტრატეგია შეიცვლება, რადგან დრო არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ადვოკატები დღესვე შეიკრიბებიან და იმსჯელებენ რადიკალური ზომების გატარებაზე. მისივე თქმით, დაცვის სტრატეგია შეიცვლება.

როგორც ხაჭაპურიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ადვოკატები მზად არიან მიხეილ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო სასამართლოებში გაიტანონ.

„ადვოკატები დღესვე შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ რადიკალური ზომების გატარებაზე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მას კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა გააჩნია, გამოიყენოს შეწყალების აქტი. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. ხვალ და ზეგ დაგვიანებული იქნება.

დაცვის სტრატეგია შეიცვლება, იმიტომ, რომ დრო არ არის. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში. მას რამე რომ მოუვიდეს, ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მზად ვართ იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოებში იქნას ეს საქმე გატანილი“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →