—

ნინო ნადირაძე - „ვივამედი“ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს - თუ მას გასვლა-შემოსვლა შეუძლია, მაშინ რატომ წევს კლინიკაში?

128
ნინო ნადირაძე - „ვივამედი“ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს - თუ მას გასვლა-შემოსვლა შეუძლია, მაშინ რატომ წევს კლინიკაში?
მოსასმენად დააჭირეთ

„ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, კლინიკა სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს.

„ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, კლინიკა სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს.

როგორც ნინო ნადირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მსგავსი ტიპის რეკომენდაცია კლინიკას არასდროს, არცერთი პატიმრის შესახებ არ გაუცია. მისი განმარტებით, ვიდრე პაციენტი კლინიკაში იმყოფება, მასზე პასუხისმგებლობას კლინიკის ფარგლებში თავად იღებენ.

„გასვლა ნიშნავს იმას, რომ კლინიკას ტოვებს და ამის შემდგომ ისტორია იხურება. ასე არის იურიდიულად. საერთოდ, როდესაც პაციენტი კლინიკაში წევს, ჩვენ გაყვანის რეკომენდაციას არასდროს ვიძლევით. თუ მას შეუძლია გასვლა-შემოსვლა, მაშინ რატომ წევს კლინიკაში? მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში აგრძელებს.

გარდა ამისა, როცა ადრე კლინიკას გვთხოვდნენ, რეკომენდაცია გაგვეცა მისი სასამართლო სხდომაზე დასწრების შესახებ, აქ მთელი „ჯარი“ იყო შემოსული, რომ არ გაბედოთ, არ გასცეთ რეკომენდაციაო და ეს მაშინ, როცა ბევრად უკეთესად იყო. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, მათ ლოგიკასაც ვერ ვწვდები. სანამ პაციენტი კლინიკაში იმყოფება, ჩვენ ასეთ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. როდესაც კლინიკაში აღარ იქნება, სადაც იქნება შემდეგ, იმ დაწესებულებამ გასცეს რეკომენდაცია. სხვა შემთხვევაა, როდესაც პაციენტი გამოკვლევებზე გადაგყავს, სხვა კლინიკაში გადადის და ა.შ.“ - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →