—

გიული ალასანია - ჩემი შვილის გადასარჩენად 40 ქალაქში გამოვიდნენ, მიშა კმაყოფილი და მადლობელია - მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი

18
გიული ალასანია - ჩემი შვილის გადასარჩენად 40 ქალაქში გამოვიდნენ, მიშა კმაყოფილი და მადლობელია - მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი
მოსასმენად დააჭირეთ

40 ქალაქში ჩემი შვილის გადასარჩენად გამოვიდნენ, ის კმაყოფილია და მადლობელი - მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი საღი და საბრძოლო განწყობით…

40 ქალაქში ჩემი შვილის გადასარჩენად გამოვიდნენ, ის კმაყოფილია და მადლობელი - მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი საღი და საბრძოლო განწყობით არის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში გამართული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მნიშვნელოვანი იყო.

„მნიშვნელოვანი იყო, რაც გუშინ მოხდა, ეს გამოსვლები. კერძოდ, 40 ქალაქში ჩემი შვილის გადასარჩენად გამოვიდნენ. ძალიან დიდი მადლობა მათ. [მიხეილ სააკაშვილი]კმაყოფილია და მადლობელია.

სპირიდონ კედიას ქალიშვილი მირეკავდა და მეუბნებოდა, ხან ვფიქრობ, რომ იქნებ, ჩვენი ხალხი, არც იმსახურებდა დამოუკიდებლობასო. ასეთი ადამიანების მცირე ნაწილია, რომელმაც ასეთი აზრი გაუჩინა. ავსტრიაში ვნახეთ, დროშა, რომელიც მოუვლელი იყო, გაუბედურებული, გაურეცხავი. ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი საღი და საბრძოლო განწყობით არის“, - აღნიშნა ალასანიამ.

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მას კვლავ აღენიშნება წონის კლება და ტემპერატურა.

ცნობისთვის, რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რამდენიმე ათეულ ქალაქში გაიმართა. აქციებზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვდნენ. ევროპის ქალაქების პარალელურად, აქციები საქართველოში, რამდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ, მშვიდობის ხიდსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩატარდა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →