—

გადაარჩინეს კაცი, რომელსაც გული ექვსჯერ გაუჩერდა

16
გადაარჩინეს კაცი, რომელსაც გული ექვსჯერ გაუჩერდა
მოსასმენად დააჭირეთ

„ჯეო ჰოსპიტალსი“ თბილისის სამედიცინო ცენტრში, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზით შეყვანილი 55 წლის მამაკაცი, რომელსაც გული ექვსჯერ გაუჩერდა, გადაუდებელი მედიცინის და კარდიოლოგიური დეპარტამენტის თავდაუზოგავი შრომის…

„ჯეო ჰოსპიტალსი“ თბილისის სამედიცინო ცენტრში, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზით შეყვანილი 55 წლის მამაკაცი, რომელსაც გული ექვსჯერ გაუჩერდა, გადაუდებელი მედიცინის და კარდიოლოგიური დეპარტამენტის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში უკვე კლინიკიდან გაეწერა.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან ჭელიძე იხსენებს, პაციენტს შემოყვანისთანავე გაუჩერდა გული.

,,კათეტერიზაციის ლაბორატორიაში შეყვანის და ასევე პროცედურის მიმდინარეობის პროცესში პაციენტთან კიდევ 6-ჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება, რომელიც შესაბამისი დროული და ადეკვატური მკურნალობის შედეგად გამოსწორდა, გაკეთდა კორონაროგრაფია, კორონარული სტენტირება და საბოლოოდ აღდგა სინუსური რიტმი“, – აღნიშნა ლევან ჭელიძემ ჩვენთან საუბარში.

მისივე თქმით, პაციენტმა შესაბამისი მკურნალობა კარდიოლოგიური დეპარტამენტის ინტენსიური თერაპიის ბლოკში, გააგრძელა და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში უკვე გაეწერა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გუნდს, კარდიოლოგს, ქალბატონ ქეთევან ხებრელაშვილს, კარდიოლოგიური დეპარტამენტის და ინტერვენციული კარდიოლოგიის მთელ გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლისთვის.

  დიდი მადლობა ჩვენს პაციენტებს რომლებიც მოგვანდობენ მათთვის ყველაზე ძვირფასს და ერთადერთს საკუთარ „სიცოცხლეს“. „თქვენი სიცოცხლე ჩვენი გამარჯვებაა“, – აღნიშნა “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკის გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან ჭელიძემ.

(primetime.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →