—

ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო

12
ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო
მოსასმენად დააჭირეთ

ჭორვილაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.

კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ადგილობრივები დაინტერესდნენ, რა მიზანს ემსახურებოდა მათი აქცია, ასევე, რატომ მიაყენეს აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფა, როდესაც მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ.

ამასთან, ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ „მიხეილ სააკაშვილი იმ სისტემის სათავეში იყო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა“.

აქციის მონაწილეებს ჭორვილაში, ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან უკრაინის დროშა ჰქონდათ მიტანილი, ასევე ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას!“.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →