—

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს

10
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მას სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს, ამას გავივლით. გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებზე შევჯერდებით. ვეტყვი რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. იქ არიან ამერიკელი, ინგლისელი, უკრაინელი და ქართველი ექსპერტები. ეს ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხები გვაქვს გასავლელი. გარდა ამისა, ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, დარჩენილი არიან მნიშვნელოვანი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასაც ისინი გააჟღერებენ, შემდეგ დიაგნოზებს იტყვიან, უნდა დაასაბუთონ რა კვლევებით, რა მსჯელობით, რა სამეცნიერო მეთოდიკით მივიდნენ ამ დიაგნოზამდე. შევუთანხმებ ასევე მიხეილ სააკაშვილს, მოვითხოვთ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც 09:00 საათიდან ღამის 12 საათამდე“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →