—

მიხეილ სააკაშვილი - ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი - 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს და ასე არასდროს არ მიამაყია ამით

17
მიხეილ სააკაშვილი - ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი - 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს და ასე არასდროს არ მიამაყია ამით
მოსასმენად დააჭირეთ

ახ ლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია 30 დეკემბერს…

ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია 30 დეკემბერს გამოქვეყნდება.

გამოცემამ სააკაშვილს ჰკითხა, თუ რას გააკეთებდა იგი უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყო და 2022 წლის თებერვლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო.

“პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელსაც ჩერჩილის შემდეგ პერიოდში ყველაზე გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწედ მივიჩნევ. მასთან შედარებით, რეიგანი და ტეტჩერი გვერდზე ნერვიულად ეწევიან. ამავდროულად მთელ სამყაროს მოვივლიდი ჩემი მრავალრიცხოვანი კავშირების უკრაინისთვის დახმარების მობილიზებისთვის გამოსაყენებლად.

ასევე, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა კოლექტიური მიმართვა ჩაწერეს, რომელშიც დაბადების დღე მომილოცეს, თუმცა ერთი მომენტითაც არ ვივიწყებ იმ ფაქტს, რომ უკვე 35-მა მათგანმა ომში თავი დადო, მათ შორის შვიდმა ბახმუტის ფრონტზე. და ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობარი გარდაიცვალა და დაიჭრა…

მე თავად 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს და ასე არასდროს არ მიამაყია ამით”, - თქვა სააკაშვილმა.

(წყარო: ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →