—

მალე საქართველოს მთავრობა არჩევანის წინაშე დადგება - ან სააკაშვილი, ან ევროკავშირი - მარკ ფეიგინი

21
მალე საქართველოს მთავრობა არჩევანის წინაშე დადგება - ან სააკაშვილი, ან ევროკავშირი - მარკ ფეიგინი
მოსასმენად დააჭირეთ

რუსმა უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა საკუთარ გადაცემაში, რომლის სტუმარიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსეი არსეტოვიჩი იყო, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

მარკ ფეიგინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა მალე არჩევანის წინაშე დადგება - ან მიხეილ სააკაშვილი, ან ევროკავშირი. უფლებადამცველამა ასევე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ იმოქმედოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება.

ამავე მიმართვაში ფეიგინმა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდა, რომ 4 იანვარს დაპატიმრებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, თავიანთ ქვეყანაში საქართველოს საელჩოსთან ან საკონსულოსთან გამოვიდნენ და კანონის ფარგლებში გააპროტესტონ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება. 

"სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს და სხვა ეროვნების ადამიანებს მოვუწოდებთ, 4 იანვარს თავიანთი ქვეყნაში საქართველოს საელჩოსთან ან საკონსულოსთან გამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აქციას შეუერთდნენ. გამოდით პლაკატებით და კანონის ფარგლებში გააპროტესტეთ.

მიხეილ სააკაშვილის საკითხი გლობალურად განიხილება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საქართველოს მთავრობა თავისი სიჯიუტით არჩევანის წინაშე დადგება - ან სააკაშვილი ან ევროკავშირი.

მთელი პატივისცემით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ყველა ელოდება თქვენგან ქმედებებს, რომლებიც ამ ყველაფერს დაასრულებს. თქვენი უფლებამოსილება გაძლევთ საშუალებას ყველაფერი დაასრულოთ. ამ საკითხს 4 რიცხვამდე სულ შეგახსენებთ. ეს თქვენი ვალდებულებაც არის, რადგან ეს საკითხი უკვე ადამიანის უფლებებს ეხება და ის ყოველგვარ შიდა დაპირისპირებას სცდება. ამის იმედს ვიტოვებთ. დიდი პატივისცემით, გთხოვთ ეს გააკეთოთ",- თქვა ფეიგინმა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →