—

"ვივა მედში" კარანტინი გამოცხადდა

21
"ვივა მედში" კარანტინი გამოცხადდა
მოსასმენად დააჭირეთ

კლინიკა ვივა მედში გვიან ღამით კარანტინი გამოცხადდა. მნახველებისთვის გამკაცრებული წესები მოქმედებს, მათ შორის, რეგულაციები ვრცელდება მიხეილ სააკაშვილზეც.

ინფორმაციას ადასტურებს კლინიკის ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე და კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე. მათი თქმით, კარანტინის მიზეზი ქვეყანაში მძიმე ინფექციური ვირუსების მატება გახდა. ნადირაძის თქმით, ვივა მედი არაა ერთადერთი კლინიკა, სადაც მკაცრი წესები ამოქმედდა. მისივე თქმით, პალატაში მნახველები მხოლოდ სპეციალური ეკიპირებით დაიშვებიან. მედიას კი დღეიდან კლინიკის ფოიეში გადაადგილება აეკრძალა.

"დიახ, მოგეხსენებათ ქვეყანაში იმატა ვირუსული ინფექციების რაოდენობამ და შესაბამისად გამოცხადდა [კარანტინი] კლინიკაში - ამბობს ჩხაიძე

"ვივა მედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ პაციენტებთან ვიზიტორები საჭირეობის შემთხვევაში სპეციალური ეკიპირებით შევლენ:

"თუ საჭიროება მოითხოვს, რომ ვიღაცა აუცილებლად იყოს, ის სპეციალური აღჭურვით, რა თქმა უნდა დაიშვება. თუ საჭიროება იქნება, რომ პაციენტთან აუცილებლად მნახველი შევიდეს, რაღაც სჭირდება პაციენტს, მიწაოდოს, მოაწოდოს, ისე რომ შევიდეს, ნახოს, გამოვიდეს, ასე არა", - თქვა ნადირაძემ.

ამ დრომდე ელოდება მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას გიული ალასანია. 

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →