—

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

14
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული და კვლავ მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად არ დაესწრება.

გიული ალასანიამ 28 დეკემბერს, კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ თუ „სასამართლო ოდნავ მაინც ობიექტურია“ მოწმეების გამოკითხვა ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის დაკითხვით უნდა დასრულდეს.

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ წინა სასამართლო პროცესზე განაცხადა, შუამდგომლობის განხილვის ვადაში შეზღუდულები არ არიან, შესაბამისად, მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილება ერთ ან ორ პროცესში მოხდება.

როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესის პარალელურად იგეგმება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →