—

აზერბაიჯანელი თემის წევრებმა გაეროს ოფისთან აქცია გამართეს

87
აზერბაიჯანელი თემის წევრებმა გაეროს ოფისთან აქცია გამართეს
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანელი თემის წევრებმა სომეხი სეპარატისტების მიერ ქალაქ ხანკენდში გარემოსა და აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსების მიმართ ჩადენილი გენოციდის წინააღმდეგ დღეს გაეროს ოფისთან აქცია მოაწყვეს.

InterPress.ge-ს ინფორმაციით, აქციის მიზანი იყო ეკოლოგიური ტერორიზმის დასრულება.

„ჩვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ვუცხადებთ მხარდაჭერას აზერბაიჯანში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს. აღნიშნული ექსპლუატაცია რეგიონში დაძაბულობას იწვევს. გარემოს დაცვა თითოეული ადამიანის ვალია. ჩვენ, როგორც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, შეშფოთებულნი ვართ რუსი სამშვიდობოების დროებითი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუარესებით. შესაბამისად, აზერბაიჯანის ქალაქ ხანკენდში კრიმინალური ჯგუფის მიერ გარემოზე ზიანი  ეთნიკური სიძულვილით ხასიათდება და აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მიმართული ფობიაა. ჩვენ ვითხოვთ ზეწოლას რუს სამშვიდობოებზე და სომეხ სეპარატისტებზე, რათა ბოლო მოეღოს გარემოსდაცვით ტერორიზმს“, - ნათქვამია აქციაზე წაკითხულ განცხადებაში.

აქციის დასასრულს განცხადება გაეროს ოფისს გადაეცა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →