—

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - საბჭოთა კავშირში აშშ-ის სიყვარული ისე არ იყო აკრძალული, როგორც ჩვენს ქვეყანაში სამშობლოს სიყვარულია აკრძალული და ისჯება - ცოცხალი მაგალითი გვაქვს

5
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - საბჭოთა კავშირში აშშ-ის სიყვარული ისე არ იყო აკრძალული, როგორც ჩვენს ქვეყანაში სამშობლოს სიყვარულია აკრძალული და ისჯება - ცოცხალი მაგალითი გვაქვს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმის გამო ისჯება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს ნერვული სისტემა დანგრეული აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

"საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა აბსოლუტურად დანგრეული აქვს ადამიანს. ყოველ ნახვაზე უფრო მძიმდება. დასკვნა არსებობს და ის არის რეალური. საქმე გვაქვს მძიმე მეტალებთან.

ყველაზე ძალიან იცით რა მაკვირვებს, ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირში, საბჭოთა სისტემაში გავატარე, მაშინაც კი რომ მახსოვს, აშშ-ის სიყვარული არ იყო ისე აკრძალული, როგორც დღეს, ჩვენს ქვეყანაში სამშობლოს სიყვარული არის აკრძალული და ისჯება. აი, ცოცხალი მაგალითი გვაქვს", - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება კითხვას, მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი რა მიზეზის გამო ისჯება, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ ის პატრიოტიზმისთვის ისჯება.

(წყარო:ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →