—

მამინაცვალი 11 წლის გერზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა - რა მოხდა თბილისში

22
მამინაცვალი 11 წლის გერზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა - რა მოხდა თბილისში
მოსასმენად დააჭირეთ

მეზობლების შეტყობინების საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ანონიმური ზარის ავტორმა სამართალდამცველებს აცნობა, რომ ერთ-ერთ ბინაში…

მეზობლების შეტყობინების საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ანონიმური ზარის ავტორმა სამართალდამცველებს აცნობა, რომ ერთ-ერთ ბინაში არასრულწლოვნის მიმართ სისტემატურად ძალადობდნენ.

30 წლის მამაკაცის მიმართ გამოძიება არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ მას დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი ბრალი წარუდგინეს. ბრალის დამძიმების საფუძველი ექსპერტიზის დასკვნა გახდა.

აღმოჩნდა, რომ 11 წლის გოგონას მიმართ საკუთარი მამინაცვალი სექსუალურადაც ძალადობდა. მოზარდი გამოძიებამ ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხა. დაზარალებულმა მამინაცვლის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტები დაადასტურა.

სახლი, სადაც 11 წლის ბავშვზე ძალადობდნენ, ახლა დაკეტილია. ადგილობრივები "კურიერთან" ამბობენ, რომ სახლიდან ხშირად ისმოდა ბავშვის ტირილის და უფროსების ჩხუბის ხმა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა პოლიციაში ანონიმური შეტყობინების მიზეზიც.

გამოკითხვებით დგინდება, რომ მამინაცვლის გარდა, არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობდა დედაც. მას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და შვილთან კომუნიკაცია აუკრძალა. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ახლა თავშესაფარშია, შემზარავ დანაშაულში მხილებული მამინაცვალი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მას ბრალის დადგენილება დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში გააცნეს. დაზარალებულის ჩვენების და ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, ის დანაშაულს არ აღიარებს.

არასრულწლოვანის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის საქმის განხილვა, სასამართლოში სავარაუდოდ მომავალ თვეს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
 

(წყარო: primetime.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →