—

პაატა მანჯგალაძე - მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - ლაპარაკის ნაცვლად გადავიდეთ საქმეზე!

17
პაატა მანჯგალაძე - მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - ლაპარაკის ნაცვლად გადავიდეთ საქმეზე!
მოსასმენად დააჭირეთ

მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - ლაპარაკის ნაცვლად გადავიდეთ საქმეზე! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა და…

მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - ლაპარაკის ნაცვლად გადავიდეთ საქმეზე! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა და სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მიუთითა.

მისივე თქმით, გუშინ დადასტურდა ის საშინელი, მძიმე რეალობა, რომ 8 თვის მკურნალობის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

„ვიზუალურადაც ეტყობა, რომ ის ძალიან მძიმედ არის. ამერიკელმა ექსპერტმა ილაპარაკა, რომ პრეზიდენტს სასწრაფოდ სამკურნალოდ გადაყვანა სჭირდება, რადგან არ არის სრულად დასმული დიაგნოზები და შესაბამისად, ვერ ხერხდება მკურნალობა. ძირითად დაავადებებთან დაკავშირებით, რაც არის, სრულფასოვნად არ არის ჩატარებული კვლევა. ამიტომ სპეკულაციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, თითქოს სიმულაციას აქვს ადგილი. როგორ შეიძლება ადამიანმა სიმულაციით 50 კილოგრამი დაიკლო?! არ არსებობს სიმულაციით 50 კილოგრამის დაკლების შესაძლებლობა და მე ვეთანხმები და ვეხმიანები იმ წერილს, რომელიც ადამიანების ჯგუფმა გამოაქვეყნა, მათ შორის პრეზიდენტ მარგველაშვილმა, რომ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება და საზღვარგარეთ გადავიყვანოთ. მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - ქალბატონო სალომე, ექსპერტულ შეფასებებს დავანებოთ თავი, ყველამ იცის რა არის ევროპული დემოკრატია, ყველამ იცის რისი უფლება აქვს პრეზიდენტს და ლაპარაკის ნაცვლად გადავიდეთ საქმეზე!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

(წყარო; ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →