—

დიღომში მოკლულ 28 წლის ბიჭს სხეულზე 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

19
დიღომში მოკლულ 28 წლის ბიჭს სხეულზე 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
მოსასმენად დააჭირეთ

დიდ დიღომში მოკლული ახალგაზრდა, 28 წლის გიორგი წოწორიაა. მეზობლების ინფორმაციით, წოწორიას სახლში მიაკითხეს და 10-მდე ჭრილობა მიაყენეს.

მათივე თქმით, დაჭრილი წოწორია სადარბაზოში თავად ჩავიდა, სადაც ის მეზობლებმა ნახეს.

“მეზობლებმა დარეკეს პოლიციაში დაჭრილიაო, ყვირილის ხმა გავიგე და გავედი…  ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა, არ ვიცი ასეთი სისასტიკით როგორ შეძლება ადამიანი მოეკლა, ყელიც ჰქონდა გამოჭრილი და მაგის გარდა სხვა ჭრილობებიც… სახლში მიაკითხა მკვლელმა, დაუჭრია და დაჭრილი ჩამოსულა ქვემოთ” – ამბობს მეზობელი.

რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია.

მკვლელობის მოტივი და დამნაშავის ვინაობა უცნობია. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

(წყარო: metronome.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →