—

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 29 დეკემბრამდე გადაიდო

11
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 29 დეკემბრამდე გადაიდო
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გადაიდო.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, დინამიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, შესაბამისად, სხდომები ყოველდღიურად უნდა ჩანიშნულიყო.

მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით კი, ყოველდღიურად პროცესების ჩანიშვნა შეუძლებელია, ვინაიდან მან დღეს ჩასატარებელი პროცესებიც კი გადადო, ამასთან, საპატიმრო ვადები გადის სხვადასხვა საქმეზე, რომელიც უნდა დაასრულოს.

არევაძის თქმით, შუამდგომლობის განხილვის ვადაში შეზღუდულები არ არიან, შესაბამისად, მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილება ერთ ან ორ პროცესში მოხდება.

შემდეგი სასამართლო პროცესი კვლავ მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →