—

თენგიზ ცერცვაძე - ჩემი მოლოდინია, რომ მეორე ტალღას ავიცილებთ, ან გადავავადებთ

48
თენგიზ ცერცვაძე - ჩემი მოლოდინია, რომ მეორე ტალღას ავიცილებთ, ან გადავავადებთ
მოსასმენად დააჭირეთ

მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც მივიღეთ. გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და…

მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც მივიღეთ. გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპასუხო ღონისძიებები გაატარეს, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ახლა, შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღის გავრცელებას.

„მეორე ტალღის რისკები რა თქმა უნდა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი მიმოსვლა არ არის ქვეყნებს შორის და საზღვრები რკინის ფარდით არ არის ჩაკეტილი, მაინც არის ოფიციალური ვიზიტები, სატრანსპორტო გადაზიდვები და სხვა სახის მიმოსვლა. რისკები არსებობს და ეს რისკები რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე ამისათვის არაფერი ახალის გამოგონება საჭირო არ არის, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პრემიერი გიორგი გახარია წინსწრებით დგამს ყველა ნაბიჯს და საპასუხო ღონისძიებებს, მათ წინსწრებით გაატარეს საპასუხო ღონისძიებები, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ახლა შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღას. ყველა რეგულაცია უკვე გაწერილია,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციების შესრულების კუთხით ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა და ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები.

,,ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას. ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ჯერჯერობით ეს რეგულაციები სრულდება. ყველაზე ძნელი აღმოჩნდა ქართული ტრადიციების დაძლევა, რომ თავი შევიკავოთ მრავალრიცხოვანი შეკრებებისგან. ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები. ჩემი მოლიდინია, რომ სულ ცოტა ფართე მიმოსვლის აღდგენამდე შევინარჩუნებთ ღირსეულ მდგომარეობას და მეორე ტალღა არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ მიმოსვლის გახსნა მოხდება გონივრულად და დოზირებულად. ასეთ შემთხვევაში მეორე ტალღა ან არ იქნება, ან გადავავადებთ შემოდგომა-ზამთრისთვის. მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით რომელიც მივიღეთ, გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →