—

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებული პროცესი გაიმართება

14
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებული პროცესი გაიმართება
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებული პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლო სხდომა, რომელიც წინა პროცესზე, მოსამართლე გიორგი…

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებული პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლო სხდომა, რომელიც წინა პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, 22 დეკემბრისთვის გადაიდო, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, დღეს მაინც მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების ან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა.

როგორც ცნობილია, წინა პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჩართვაზე უარი თქვა. როგორც აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზის განმარტებისას აღნიშნა, „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რის გამოც მსჯავრდებული სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ უზრუნველყოფდა.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე იმ უცხოელი სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა იგეგმება, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადებაში იყვნენ ჩართულნი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →