—

ვიქტორ ორბანი - ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ

13
ვიქტორ ორბანი - ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ
მოსასმენად დააჭირეთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2023 წელსაც უკრაინაში მიმდინარე ომისადმი თავისი მიდგომის შენარჩუნების პირობას დებს. ამის შესახებ მან წლის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ორბანმა ამ წლის განმავლობაში თავისი მთავრობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ის დაასახელა, რომ უნგრეთმა უკრაინაში მიმდინარე ომისგან “მოშორებით ყოფნა” შეძლო.

მისი თქმით, ამ ომში მხოლოდ წაგებულები არიან, რომლებადაც ორბანი ქვეყნებს - უკრაინასა და რუსეთს - მიიჩნევს, ასევე ევროპას, რომელსაც ეკონომიკური ვარდნა აქვს და სანქციები აზარალებენ.

“ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ. ის, ვინც იარაღს აწვდის - კოჭებამდეა მასში, ის, ვინც ჯარისკაცებს წვრთნის - წელამდეა, ის, ვინც მთელ მეომარ ქვეყანას წვრთნის - ყურებამდეა ომში”, - თქვა ორბანმა და იმედი გამოხატა, რომ ევროპა “ყელამდე ომში” არ აღმოჩნდება.

მისი თქმით, უნგრეთი მომავალშიც გვერდზე დარჩება, მაგრამ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინიდან დევნილებს.

ორბანმა ასევე გაიმეორა თავისი წინა განცხადება, რომ თვლის დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის არსებობას უნგრეთის ეროვნულ ინტერესად.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →