—

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ექსპერტიზისთვის სისხლის ნიმუშის აღებაზე უარს აცხადებს

48
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ექსპერტიზისთვის სისხლის ნიმუშის აღებაზე უარს აცხადებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საექსპერტო კვლევისთვის სისხლის ნიმუშის აღებაზე თანახმა არ არის. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, ილია…

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საექსპერტო კვლევისთვის სისხლის ნიმუშის აღებაზე თანახმა არ არის. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, ილია ლომიამ განაცხადა.

როგორც ლომია აღნიშნავს, სისხლის ნიმუშის ასაღებად დღეს ყოფილ პრეზიდენტთან გამომძიებელი უნდა მისულიყო, თუმცა, ის კლინიკაში არ გამოცხადდა.

„გამომძიებელთან კომუნიკაცია დღეს, 15:00 საათზე გვქონდა, სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიბარა, რათა კვლევისათვის სისხლის ნიმუში აეღო. ჩვენ მიხეილ სააკაშვილს შევხვდით, მაგრამ ამ დროს გამომძიებელი არ გამოცხადდა, მიზეზი არ ვიცით, მის ტელეფონზე რამდენჯერმე განვახორციელეთ ზარი, მაგრამ ის არ გვპასუხობს.

სააკაშვილის პოზიცია უარყოფითია, ამ კვლევებს ასეთი მეთოდით არ ატარებენო, ფრჩხილის და თმის ნიმუშები უნდა იყოს აღებული. თუ ამ კვლევებს საერთაშორისო გაიდლაინებით და სტანდარტებით ჩაატარებენ, დათანხმდება და არა, საქართველოში“, - განაცხადა ლომიამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →