—

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, გასულ წელთან შედარებით, 31.8 პროცენტით მეტია

16
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, გასულ წელთან შედარებით, 31.8 პროცენტით მეტია
მოსასმენად დააჭირეთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 037.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 037.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 67.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით გაიზარდა და 3 406.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (621.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (499.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (391.8 მლნ. აშშ დოლარი).

„2022 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 932.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 448.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 249.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

(წყარო: ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →