—

აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა

13
აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა
მოსასმენად დააჭირეთ

შიმშილობას განაგრძობენ ენმ-ის წევრები, თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე.

მეოთხე დღეა, დეპუტატები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

მათი განცხადებით, პროტესტის ამ ფორმას არ შეწყვეტენ, სანამ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ.

"არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიკვდილი და არ უნდა გავხდეთ თანამონაწილენი ამ აქტისა უკვე მეორედ. ამისთვის მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი", — განაცხადა გიორგი კირკიტაძემ.

თემურ ჯანაშიას განცხადებით, ისმაილოვს ბოლო ორი დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

"იგი გავუშვით სახლში, რადგან არ შეიძლებოდა უკვე მისი გაჩერება", — აღნიშნა დეპუტატმა.

ჯანაშიას თქმით, ყველა სხვა მოშიმშილე დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ჩვენ ვართ მხნედ და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომელიც არ აპირებს შეეგუოს იმას, რაც ხდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავს, ამ დიდ უსამართლობას, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს", — განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →