—

სალომე ზურაბიშვილი - მოსახლეობას სურს, დაამთავრონ პოლარიზაცია, ამ ეტაპზე ეს არ არის უმრავლესობის თუ ოპოზიციის ნება, ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს

21
სალომე ზურაბიშვილი - მოსახლეობას სურს, დაამთავრონ პოლარიზაცია, ამ ეტაპზე ეს არ არის უმრავლესობის თუ ოპოზიციის ნება, ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ მოსახლეობას სურს, რომ დაამთავრონ პოლარიზაცია, რომ დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის და ამ ეტაპზე ეს არ გახლავთ ნება პოლიტიკური ძალების, იქნება ეს უმრავლესობა თუ ოპოზიცია, ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან…

ჩვენ მოსახლეობას სურს, რომ დაამთავრონ პოლარიზაცია, რომ დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის და ამ ეტაპზე ეს არ გახლავთ ნება პოლიტიკური ძალების, იქნება ეს უმრავლესობა თუ ოპოზიცია, ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ძალიან დიდი გამოწვევებია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„საქართველოსთვის ასეთ დიდი გამოწვევებთან ერთად, რომლებიც ჩვენ წინაშეა და რომელმაც შესაძლოა, განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი შიდა გამოწვევა ჩანს აბსურდული და არარელევანტური. ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია, მათ სურთ, რომ დაამთავრონ პოლარიზაცია, სურთ, დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის, ახალი რიცხვები, ახალი პერსპექტივები და ამ ეტაპზე ეს არ გახლავთ ნება პოლიტიკური ძალების, იქნება ეს უმრავლესობა თუ ოპოზიცია, ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

(წყარო: პირველი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →