—

სალომე ზურაბიშვილი - მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციას ხელს უწყობს სააკაშვილის საკითხია

13
სალომე ზურაბიშვილი - მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციას ხელს უწყობს სააკაშვილის საკითხია
მოსასმენად დააჭირეთ

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხია. გავიმეორებ, ამ ქვეყნისთვის და მისი რეპუტაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ სპეკულაციები დაასრულოს და…

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხია. გავიმეორებ, ამ ქვეყნისთვის და მისი რეპუტაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ სპეკულაციები დაასრულოს და 22 დეკემბერს გადაწყვეტილებას დაველოდოთ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას პოლარიზაციის დასრულება სურს.

„ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია, მათ სურთ, რომ პოლარიზაცია დაამთავრონ, მათ სურთ, რომ საქართველოს მომავლისთვის ახალი ძალები დაინახონ, ახალი ფიგურები და ახალი პერსპექტივები. ამ ეტაპზე, ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება ეს იქნება უმრავლესობა, თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხია. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისთვის და მისი რეპუტაციისთვის, მისი შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ სპეკულაციები დაასრულოს და 22 დეკემბერს, გადაწყვეტილებას დაველოდოთ, რომელიც მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ყველა კონცენტრირებული უნდა იყოს თავის მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე, ევროპისკენ, მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ. სწორედ ეს მინდა ქვეყანას ვუსურვო 2023 წლისთვის, თქვენ და მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →