—

გიორგი მუმლაძე - ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო ევროინტეგრაციის შანსს დაკარგავს

18
გიორგი მუმლაძე - ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო  ევროინტეგრაციის შანსს დაკარგავს
მოსასმენად დააჭირეთ

სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალურად არჩეული პრეზიდენტი. მას ვალდებულება აქვს დაიცვას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი და პირდაპირ გეუბნებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იქნება…

სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალურად არჩეული პრეზიდენტი. მას ვალდებულება აქვს დაიცვას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი და პირდაპირ გეუბნებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო დაკარგავს ევროინტეგრაციის შანსს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

გიორგი მუმლაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პერმანენტული აქციების ეპიცენტრად იქცეს.

„ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო დაკარგავს ევროინტეგრაციის შანსს. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, ბოლომდე ვიბრძოლოთ და სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ, რომ არ გაბედოს და არ იყოს სრულად იმ გეგმის მონაწილე, რასაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ჰქვია. გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია და სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილს უნდა ვაიძულოთ, რომ მან გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და არ გვაქციოს „კანიბალების საზოგადოებად“. ამიტომ, 22 დეკემბრისთვის ვახდენთ მაქსიმალურ მობილიზებას იმისათვის, რომ სწორედ ეს სივრცე გახდეს პერმანენტული აქციების ეპიცენტრი“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მისივე თქმით, 24-საათიან რეჟიმში პროტესტი სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უნდა დაიწყოს, რომელიც „ერთის მხრივ, მიმართული უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილის და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“.

„ამიტომ, ხვალ, 18 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივალთ და შევაწუხებთ. მას უნდა ვაიძულოთ, რომ არ მოგვიკლას მესამე პრეზიდენტი ციხეში“, - განაცხადა მუმლაძემ.

მუმლაძის თქმით, ამ მოცემულობაში, როდესაც ქვეყნის ყველა ინსტიტუტი ჩამოშლილია და სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი არ აქვს, ქუჩის პროტესტის ალტერნატივა არ არსებობს.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →