—

რატი ბრეგაძე - საქმე როდესაც ეხება სახელმწიფოს თავდაყირა დაყენების მცდელობას, ამის უფლებას ვერავის მივცემთ

13
რატი ბრეგაძე - საქმე როდესაც ეხება სახელმწიფოს თავდაყირა დაყენების მცდელობას, ამის უფლებას ვერავის მივცემთ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელება კანონის დაცვით მოხდა.

მისივე თქმით, კადრების გასაჯაროებისას თანაზომიერების პრინციპი იყო დაცული.

„კადრების გასაჯაროებისას და პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მეხუთე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის შემთხვევაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით მღელვარების გამოწვევა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. სწორედ ამის ასარიდებლად მოხდა კადრების გასაჯაროება. ჩვენ დავიცავით თანაზომიერების პრინციპი, რომლის თანახმადაც, მივიღეთ პროპორციული ზომები. იგივე სამართლებრივი საფუძველი მოცემულია, მათ შორის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლში. თუ ვინმეს არ მოსწონს სამართლებრივი საფუძველი, ამისთვის შესაბამისი გზები არსებობს, რომელიც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში და შეუძლიათ, მიმართონ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს თავდაყირა დაყენების მცდელობას, ამის უფლებას ვერავის მივცემთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →