—

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხათუნა სამნიძესა და ირაკლი ქადაგიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა

16
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხათუნა სამნიძესა და ირაკლი ქადაგიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და ირაკლი ქადაგიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. დეპუტატებს შორის ხმამაღალი კამათი…

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და ირაკლი ქადაგიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. დეპუტატებს შორის ხმამაღალი კამათი, რატი ბრეგაძის გამოსვლას მოჰყვა, როცა მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ერთ-ერთი მსჯავრდებულის დამდგარ საქმეზე ამონარიდი წაიკითხა, სადაც მისი წამებისა და გაუპატიურების ფაქტზეა საუბარი.

ბრეგაძემ აღნიშნულის წაკითხვა ოპოზიციის საპასუხოდ გადაწყვიტა, რომელმაც კითხვა იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტ სააკაშვილის წამების შესახებ დაუსვეს.

ხათუნა სამნიძემ ადგილიდან მინისტრს დაუსვა კითხვა, თუ რა საჭირო იყო აღნიშნული საქმის პარლამენტის ტრიბუნიდან წაკითხვა, რასაც თავის მხრივ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილისა და მისი სხვა კოლეგების პროტესტი მოყვა.

„რასაც ეგენი აკეთებდნენ სწორედ ეს იყო წამება. ქვეყანას სტრესში ამოხადეთ სული. წამება იყო ის, რაზეც მინისტრი საუბრობს. გათახსირდნენ ამ უპრინციპობით...“- განაცხადა ქადაგიშვილმა ხათუნა სამნიძის მისამართით.

თავის მხრივ სამნიძემ მმართველ გუნდს ურჩია „ეს ამბავი დაამთავრონ და გაიხედონ წინ“.

„თქვენ სად იყავით იმ დროს - ხმა არ ამოგიღიათ საერთოდ“,- მიმართა სამნიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →