—

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურის წინააღმდეგ, საგამოძიებო უწყებას სარჩელით მიმართა

17
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურის წინააღმდეგ, საგამოძიებო უწყებას სარჩელით მიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რატი ბრეგაძის უწყების და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, სპეციალურ, საგამოძიებო სამსახურს სარჩელით მიმართა. ადვოკატი ვივა მედის კლინიკაში გადაღებული კადრების გასაჯაროების ფაქტზე…

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რატი ბრეგაძის უწყების და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, სპეციალურ, საგამოძიებო სამსახურს სარჩელით  მიმართა. ადვოკატი  ვივა მედის კლინიკაში გადაღებული კადრების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ასევე ითხოვს გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილება შეუჩერდეს იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს, ასვე ამავე სამსახურის სამედიცინო  დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რადგან, ადვოკატის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ისინი მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ორგანიზებაში. კიდევ ერთი კითხვა, რომელზე პასუხსაც შალვა ხაჭაპურიძე ითხოვს, მესამე პრეზიდენტის პროცესზე დისტანციურად ჩართვას ეხება.

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →