—

ხატია დეკანოიძე რატი ბრეგაძეს - დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით მართლმსაჯულების წინაშე - გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“

15
ხატია დეკანოიძე რატი ბრეგაძეს - დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით მართლმსაჯულების წინაშე - გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“
მოსასმენად დააჭირეთ

ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე! გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“,- ასე მიმართა ფრაქცია "ნაციონალური…

ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე! გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“,- ასე მიმართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს.

როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, მინისტრი სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავეა და ის „საზოგადოებას ნაცარს აყრის“ და სიკვდილის ქრონიკა აქვს გამოცხადებული.

„მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ის ახლა უნდა პასუხობდეს პროკურორის და გამოძიების კითხვებს, არათუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას რეალურად „ნაცარს აყრიდეს“. მას ჰყოფნის თავხედობა აქ მოვიდეს. თქვენც, ჩემო კოლეგებო, დადგებით და მოუსმენთ ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე! ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა. ეს ადამიანი არ უნდა იყოს აქ, პროკურატურაში უნდა იყოს და იქ პასუხობდეს კითხვებს, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას მასთან აქვს. ამიტომ, დაფიქრდით თითოეული თქვენგანი. ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „ სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →