—

საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 174,8%-ით გაეზარდა

16
საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 174,8%-ით გაეზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

2022 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 174,8%-ით გაეზარდა.

კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს ნოემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 305 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 111 მლნ დოლარს. 2020 წლის ნოემბერში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 12.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, პანდემიამდელ 2019 წელს, ნოემბერში ქვეყანას უცხო ქვეყნის მოგზაურებიდან 201.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

რაც შეეხება 2022 წლის გასული თვეების სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან - 337.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო; სექტემბერში - 375.6 მლნ დოლარის; აგვისტოში - 522.9 მლნ-ი; ივლისში - 476.1 მლნ დოლარი; ივნისში - 301.7 მლნ აშშ დოლარის; მაისში - 258.6 მლნ აშშ დოლარის; აპრილში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 188.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მარტში - 174.5 მლნ დოლარი; თებერვალში - 105.2 მლნ; იანვარში კი - 114 მლნ აშშ დოლარი.

(წყარო: bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →