—

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

13
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. განსაკუთრებით რთულია ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთ ფრონტზე. საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში საავიაციო იერიშები გაააქტიურეს ხარკოვის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული…

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. განსაკუთრებით რთულია ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთ ფრონტზე. საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში საავიაციო იერიშები გაააქტიურეს ხარკოვის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რეგიონს „ეს 300“ ტიპის რუსული რაკეტები ბელგოროდიდან ესროლეს. სამიზნეში ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მოექცა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება დონბასისა და დონეცკის ოლქები.

რეგიონში საცხოვრებელი სახლებისა და საავადმყოფოს დაბომბვაში მხარეები ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ. კვლავ იბომბება ხერსონის ოლქი.

„ერთ დღეში რუსეთმა ხერსონს 16-ჯერ გაუხსნა ცეცხლი და ასე გრძელდება ყოველდღე. დღეს დარტყმები იყო ხარკოვის ოლქზეც. დონბასში, ისევე როგორც გასულ კვირებში, ახლაც გრძელდება რუსეთის ძალადობრივი თავდასხმა. ოკუპანტები ყველა არსებული ძალით უტევენ. ისინი ვერ ამარცხებენ ჩვენს არმიას და ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები და კედლებიც კი თავდაცვისთვის. ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად არის რუსეთის იძულება, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხიოს უკან და დატოვოს უკრაინული მიწა. ამისთვის აუცილებელია რუსეთზე წნეხის შენარჩუნება. უნდა მოიძებნოს ახალი გზები, რათა ყველა რუსმა ტერორისტმა, ყველა რუსმა ოლიგარქმა, რომლებიც ეხმარებიან ტერორისტ სახელმწიფოს, ყველა რუსმა ოფიციალურმა პირმა და პროპაგანდისტმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის, რასაც სჩადიან უკრაინის და ზოგადად, თავისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

(წყარო: იმედი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →