—

ხანძარი თელავში – ახალგაზრდა მამაკაცები მძიმე დაზიანებებით თბილისში გადმოიყვანეს

11
ხანძარი თელავში – ახალგაზრდა მამაკაცები მძიმე დაზიანებებით თბილისში გადმოიყვანეს
მოსასმენად დააჭირეთ

თელავში, ღვინის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ორივე მამაკაცი რუსთაველია.

როგორც “ინფო რუსთავმა” გაარკვია, დაშავებულები 24 და 39 წლის კაცები არიან. ისინი თელავიდან თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებულების ახლობელმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ 24 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 70% აქვს დამწვარი და კომატოზურ მდგომარეობაში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რეანიმაციაში იმყოფება 39 წლის კაციც, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. დაშავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ პაციენტს სხეულის 15% აქვს დამწვარი.

როგორც ირკვევა, რუსთაველი მამაკაცები თელავში სამუშაოდ იმყოფებოდნენ,

შეგახსენებთ, ამავე ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 2 ახალგაზრდაც. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე, დენის გამათბობლის შედეგად გაჩნდა.

(წუარო: metronome.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →