—

პეკინზე "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღების გამო 23 წლის პირი დააკავეს

16
პეკინზე "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღების გამო 23 წლის პირი დააკავეს
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. დააკავეს. ის გუშინ პეკინის ქუჩაზე არსებულ ფილიალში შეიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. დააკავეს. ის გუშინ პეკინის ქუჩაზე არსებულ ფილიალში შეიჭრა.

"ბრალდებული თავს დაესხა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

(წყარო: მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →