—

საქართველოს დაკარგული მოქალაქეობის აღსადგენად მიმართვის ვადა 2 წლით გახანგრძლივდება

46
საქართველოს დაკარგული მოქალაქეობის აღსადგენად მიმართვის ვადა 2 წლით გახანგრძლივდება
მოსასმენად დააჭირეთ

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგული საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად სააგენტოსთვის მიმართვის ვადა 2 წლით - 2024 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდება.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით 85 ხმით დაუჭირა მხარი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, უფლება ექნება 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

„საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული, უფლება ექნება 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

(წყარო: bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →