—

ევროპარლამენტი რეზოლუციაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად მისი „კონსტიტუციური პრეროგატივები“ გამოიყენოს

10
ევროპარლამენტი რეზოლუციაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად მისი „კონსტიტუციური პრეროგატივები“ გამოიყენოს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაშიც ფიქსირდება.

კერძოდ, ევროპარლამენტი ერთ-ერთ შესწორებაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მისი „კონსტიტუციური პრეროგატივები“ გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად.

აღნიშნული შესწორება ანა ფოტიგას მიერ იყო ინიცირებული და მას მხარი 525-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 54 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 31-მა თავი შეიკავა.

„[ევროპარლამენტი] კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას ატარებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დადგეს თუ მას რამე დაემართება; [ევროპარლამენტი] მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - წერია შესწორებაში.

ამავე შესწორებაში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელს, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველყოფაში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →