—

მოსამართლემ პენიტენციურს დაავალა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს

15
მოსამართლემ პენიტენციურს დაავალა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლის წინაშე შუამდგომლობა დააყენა, გამოსცეს განჩინება, რომ პენიტენციურიდან დაცვის მხარემ მიიღოს ყველა სახის ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების დღიდან…

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლის წინაშე შუამდგომლობა დააყენა, გამოსცეს განჩინება, რომ პენიტენციურიდან დაცვის მხარემ მიიღოს ყველა სახის ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების დღიდან - 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. მათ შორის ის კადრებიც, სადაც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვისა და წაქცევის ეპიზოდებია ასახული. ადვოკატი ითხოვს კადრებს სასჯელაღსრულების მე-12 და მე-18 დაწესებულებიდან, ასევე გორის ჰოსპიტალიდან და ვივა მედიდან.

მოსამართლემ შუამდგომლობა შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის შესაბამის სამსახურს დაავალა, დაცვის მხარეს გადასცეს ყველა სახის ვიდეომასალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უწყებაში ინახება მისი დაპატიმრების დღიდან 14 დეკემბრის ჩათვლით.

მოსამართლის თქმით, აღსრულების ნაწილი მინდობილია პენიტენციურზე. 

შეგახსენებთ, პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლებაც არ მისცა და მიზეზად ტექნიკური საკითხები დაასახელა.

(წყარო: მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →